• 2016 წელს, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წლიურმა რეალურმა ზრდამ 2.2% შეადგინა. მათ შორის: I კვარტალში-2.7%, II კვარტალში-3.0%, III კვარტალში-2.3%, ხოლო IV კვარტალში-1.2%. 2016 წლის IV კვარტალის ბოლოს - დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელთან (5%) შედარებით.
• 2016 წლის IV კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 11.0%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 5.4%-ით მოიმატა. 2016 წლის IV კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 15.0%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 12.4%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 15.7%-ით
იხილეთ დანართი:
• რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო რეალურმა ზრდამ 2.6% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მათ შორის, I კვარტალში 2.6%, II კვარტალში 3.0%, ხოლო III კვარტალში 2.2%. 2016 წლის III კვარტალის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 0.1% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელს (5%).
• ფისკალურ სექტორთან მიმართებაში, 2016 წლის III კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 6.9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 8.2%-ით მოიმატა. 2016 წლის III კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 4.4%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 5.7%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 4.0%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.
რეალურ სექტორთან დაკავშირებით, 2016 წლის I ნახევარში, წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2.9%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მათ შორის, I კვარტალში 2.6%-ით, ხოლო II კვარტალში 3.1%-ით. 2016 წლის პირველი ნახევრის ბოლოს - ივნისში წლიურმა ინფლაციამ 1.1% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელთან (5%) შედარებით.
ფისკალური სექტორთან მიმართებაში, 2016 წლის I ნახევარში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 6.9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 11.7%-ით მოიმატა. 2016 წლის II კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 7.9%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 1.9%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 9.8%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.

24-10-2025
საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

15-07-2024
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

11-07-2024
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...