2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა მოკლედ ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით. საანგარიშო პერიოდისათვის ძირითადი მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობა შემდეგია:
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 60.8%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აჭარბებს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები წლიური გეგმის 61.7%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება.
• სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 760.1 მლნ ლარს, ხოლო ვალდებულებების კლება 584.9 მლნ ლარს შეადგენს.
დეტალური ინფორმაციისათვის, იხ. სრული ანგარიში.




