2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა მოკლედ ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას იანვარ-მაისის მდგომარეობით. საანგარიშო პერიოდისათვის ძირითადი მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობა შემდეგია:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 37.1%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 0.4%-ით ნაკლებია.
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები წლიური გეგმის 36.4%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10.5%-ით აღემატება.
- სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 429.6 მლნ ლარს, ხოლო ვალდებულებების კლება 298.3 მლნ ლარს შეადგენს.
დეტალური ინფორმაციისათვის, იხ. სრული ანგარიში.




