Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება - I კვარტალი, 2019

  • ორშაბათი, 06 მაისი 2019 12:07
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური მიმოხილვა მოკლედ ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას პირველი კვარტლისათვის. ძირითადი მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობა შემდეგია:

 

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობა, აგრეგატულ დონეზე, გეგმასთან მიმართებაში, მისაღებად შეიძლება შეფასდეს, კერძოდ, ჯამური მაჩვენებელი (2,847 მლნ. ლარი) 3 თვის გეგმის 104%-ს შეადგენს, თუმცა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4%-ით ნაკლებია (მიმდინარე წელს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში საგადასახადო შემოსავლების(დღგ) გადანაწილების, ასევე ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების დინამიკის გავლენით).
  • რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებას კომპონენტების დონეზე, 3 თვის გეგმასთან მიმართებაში ყველა ძირითადი სახის შემოსულობა (შემოსავლები, ფინანსური აქტივების და არაფინანსური აქტივების კლების მუხლებით შემოსულობები) გადაჭარბებით იქნა მიღებული, გარდა ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისა.
  • 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გადასახდელების წლიური გეგმა 13,090 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა. რაც შეეხება შესრულებას, I კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები წლიური გეგმის 21.5%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 7.1 %-ით %-ით (188 მლნ ლარით) აღემატება.
  • გადასახდელების კომპონენტების დონეზე, ხარჯების (ე.წ. მიმდინარე ხარჯების) შესრულება საანგარიშო პერიოდში 2,232 მლნ ლარს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 6.6%-ით (138.5 მლნ ლარით) აღემატება, ძირითადად, სოციალური უზრუნველყოფის და სხვა ხარჯების მუხლით გაწეული ხარჯების გავლენით. არაფინანსური აქტივების ზრდის (ე.წ. კაპიტალური ხარჯების) შესრულება 314 მლნ ლარს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.3 მლნ ლარით აღემატება.
  • რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას, საშინაო ვალდებულებების ზრდის ფაქტობრივი(წმინდა) შემოსულობა 2019 წლის I კვარტლის მდგომარეობით 43.1 მლნ ლარს შეადგენს. საგარეო ვალდებულებების ზრდის მუხლით მიღებულმა სესხებმა - 198,5 მლნ ლარი და კვარტალური გეგმის 92.5% შეადგინა, ხოლო საგარეო ვალდებულებების კლებამ - 216 მლნ ლარი.

 

დეტალური ინფორმაციისათვის, იხ. სრული ანგარიში.

იხილეთ დანართი:
  • სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულება
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact