Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2015 წლის იანვარ-ივლისი

  • შაბათი, 12 სექტემბერი 2015 05:57
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

• აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის 7 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 78.6%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 57.5%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 20.3%-ით აღემატება. ხოლო გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 78.4%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 55.4%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდის ტემპი 12.6%-ს უტოლდება (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
• რაც შეეხება ძირითად ტენდენციებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტების დონეზე, 9 თვის გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობები, რომელიც ნომინალურ გამოსახულებაში 152.0 მლნ ლარს (9 თვის გეგმის 86.0%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 196.1%-ით აღემატება, ანალოგიურად, 9 თვის გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი მაჩვენებელი ვლინდება ფინანსური აქტივების კლების მუხლით (სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) შემოსულობებისათვის, რომლის შესრულების მდგომარეობა 43.5 მლნ ლარს და 9 თვის გეგმის 85.8%-ს უტოლდება, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 9 თვის გეგმის 78.9%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 568.5 მლნ ლარით (14.1%-ით) მეტია, ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტენდენციის გავლენით (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე).
• რაც შეეხება ძირითად ტენდენციებს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კომპონენტების დონეზე გასული წლის მსგავსად, 9 თვის გეგმისაგან უარყოფითი გადახრით ხასიათდება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელები (ე.წ. კაპიტალური ხარჯები), რომლის შესრულება 9 თვის გეგმის 51.8%-ს უტოლდება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულება 7 თვის მდგომარეობით 9 თვის გეგმის 74.7%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12.3%-ით მეტია, თუმცა ნომინალურ გამოსახულებაში ზრდის მაჩვენებელი 493.9 მლნ ლარს უტოლდება. ამასთან ე.წ. კაპიტალური ხარჯების ზრდის მაჩვენებელი 10.2 მლნ ლარს (3.7%) შეადგენს. რაც შეეხება ხარჯების კომპონენტების დონეზე დინამიკას, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზემოაღნიშნული 493.9 მლნ ლარის ოდენობით ზრდა ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის (137.5 მლნ ლარით), გრანტების (125.8 მლნ ლარით) და სხვა ხარჯების (92.2 მლნ ლარით) ზრდას. თუმცა, ხარჯების ცალკეული კომპონენტების დონეზე ტენდენციების ანალიზისას გასათვალისწინებელია, რომ 2015 წლის ბიუჯეტის კანონში ბიუჯეტის ხარჯების კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით ასახულია სსიპ-ების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების განკარგვა, რომლებიც გასულ წლებში ჯამურად სუბსიდიის მუხლით აისახებოდა, ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არსებული წარმოდგენა იძლევა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების განკარგვის უფრო სამართლიან სურათს, გადასახდელების კომპონენტების დონეზე გასულ წელთან შედარებით გამოვლენილი ტენდენციების ანალიზისას აუცილებელია კლასიფიკაციაში არსებული ზემოაღნიშნული განსხვავებების გათვალისწინება. 9 თვის გეგმასთან მიმართებაში შესრულების შედარებით მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელები, რომლის შესრულება 9 თვის გეგმის 85.3%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 134.2 მლნ ლარით (168.7%-ით) აღემატება, ძირითადად, აქციებისა და კაპიტალის მუხლით ფინანსური აქტივების ზრდის ტენდენციის გავლენით (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა აგრეგატულ დონეზე). 

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები

  • 2015 წლის 7 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 4,613.2 მლნ ლარს შეადგენს და 9 თვის გეგმის 78.9%-ს (წლიური გეგმის 58.9%-ს) უტოლდება. კომპონენტების დონეზე (სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მოიცავს სამ კომპონენტს: საგადასახადო შემოსავლები, გრანტები და სხვა შემოსავლები) შესრულების მაღალი დონით ხასიათდება სხვა შემოსავლებისა და გრანტების კომპონენტი (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები).
  • საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 78.6%-ს (წლიური გეგმის 58.3%) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12.0%-ით (378.1 მლნ ლარით) აღემატება. თუმცა განსხვავებული ტენდენცია ვლინდება გადასახადების ცალკეული ტიპებისათვის. კერძოდ, შედარებით მაღალი შესრულების დონით ხასიათდება საშემოსავლო, მოგების და იმპორტის გადასახადების სახით მიღებული შემოსავლები (შესაბამისად, 79.6%, 85.3%, და 80%). რაც შეეხება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან მიმართებას, ზრდის ტემპი შესაბამისად, 15.1%-ს და 31.0%-ს შეადგენს საშემოსავლო და მოგების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლებისათვის, ხოლო 6.6%-სა და 10.5%-ს დღგ-სა და აქციზისთვის, ამასთან იმპორტის გადასახადის სახით მიღებული შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 28.1%-ით ნაკლებია სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებთან მიმართებაში, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პირველადი გაანგარიშებით ექსტრაპოლაციის მეთოდზე დაყრდნობით, ნაკლებად მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების წლიური გეგმის შესრულება სირთულეებს უკავშირდებოდეს, თუმცა ეს მეთოდი ეყრდნობა მხოლოდ წლის განმავლობაში გადასახადების მობილიზებას და არ ითვალისწინებს ეკონომიკური გარემოს მიმდინარე და მოსალოდნელ ტენდენციებს (იხ.  საგადასახადო შემოსავლები).
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტების სახით მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში, აღნიშნული მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 83.6%-ს შეადგენს და 133.2 მლნ ლარს უტოლდება (წლიური გეგმის 52.0%). აქვე გასათვალისწინებელია, რომ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 50.5 მლნ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წელს მობილიზებული გრანტების უდიდეს წილს საინვესტიციო გრანტები შეადგენს (იხ.  საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსება)
  • რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, სხვა შემოსავლების შესრულება 9 თვის გეგმის 82.6%-ს შეადგენს (წლიური გეგმის 56.9%), ძირითადად შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების (9 თვის გეგმის 77%) და საკუთრებიდან შემოსავლების შესრულების (9 თვის გეგმის 86.5%) ტენდენციის გავლენით. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ტენდენცია ნაწილობრივ უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტის კლასიფიკაციაში განხორციელებულ ცვლილებას. კერძოდ, მიმდინარე წელს შერეულ და სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებში, ასახულია წინა წლების გამოუყენებელი საბიუჯეტო სახსრების დაბრუნება და ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული გაურკვეველი თანხები, რომლებიც დაზუსტების შემდგომ მიიმართება დანიშნულებისამებრ (სულ, 12.6 მლნ ლარი), რაც გასულ წლებში ფინანსური აქტივების კლების მუხლში აისახებოდა (იხ.  სხვა შემოსავლები).

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები

  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებასთან მიმართებაში, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გამოყოფილი ასიგნებების ათვისების %-ული წილი წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან მიმართებაში მხარჯავი დაწესებულებების უმეტესობისთვის 45-60%-იან შუალედში მერყეობს. წლიურ გეგმასთან მიმართებაში ასიგნებების ათვისების ძირითადი ტენდენციის სურათი, როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე პროგრამების მიხედვით წარმოდგენილია დანართის სახით (იხ. დანართები 2-4) (იხ. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები).
  • საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებთან მიმართებაში, 2015 წლის 7 თვის მდგომარეობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები 54.9 მლნ ლარს, ხოლო გადარიცხული სახსრები 51.8 მლნ ლარს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 69.0%-ს შეადგენს. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული სახსრების განაწილება მიზნობრიობის მიხედვით წარმოდგენილია ანგარიშში. რაც შეეხება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, 2015 წლის 7 თვის მონაცემებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის/სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხების ჯამური მოცულობა 141.4 მლნ ლარს და წლიური გეგმის 36.7%-ს უტოლდება (იხ. საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები).

საშინაო და საგარეო ვალდებულებების დინამიკა

  • სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების ფაქტობრივი შესრულება, 2015 წლის 7 თვის მდგომარეობით, 336.7 მლნ ლარს შეადგენს (წლიური გეგმა-500 მლნ ლარი). აღრიცხვის არსებული სპეციფიკის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ემიტირებულ იქნა 729.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები, ხოლო  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახაზინო ფასიანი ქაღალდების მომსახურებისათვის გადახდილ იქნა  441.9 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო ხარჯი 76.4 მლნ ლარს შეადგენს (იხ. საშინაო ვალდებულებების დინამიკა).
  • რაც შეეხება საგარეო წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებას, სახაზინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგარეო წყაროებიდან მიღებული შემოსულობების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენციას ავლენს, ძირითადად ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების სახით მიღებული შემოსულობების ზრდის გავლენით. ამასთან, გრანტების მოცულობა 2015 წლის 7 თვის მდგომარეობით 133.2 მლნ ლარს და წლიური დამტკიცებული გეგმის 52.1%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 82.7 მლნ ლარით აღემატება. რაც შეეხება კრედიტებს, საგარეო ვალდებულებების ზრდით სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობები 545.4 მლნ ლარს და წლიური გეგმის 48.5%-ს უტოლდება, რომელთაგან უდიდეს წილს, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები წარმოადგენს (იხ.  საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსება).

 

იხილეთ დანართი:
  • 7tve-2015.pdf
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact