Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2015 წლის იანვარი

  • ოთხშაბათი, 15 აპრილი 2015 10:19
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

• აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის 1 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 33.0%-ს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 7.3%-ს, ხოლო გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 30.4%-ს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 6.9%-ს შეადგენს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტებთან დაკავშირებით, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზება) და ფინანსური აქტივების კლების მუხლით (სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) შემოსულობები (კვარტალური გეგმის შესაბამისად, 145% და 90%). შედარებით დაბალი შესრულების ტენდენცია ვლინდება ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის, რაც ძირითადად საგარეო ვალდებულებების დინამიკას უკავშირდება (კვარტალური გეგმის 9.5%). ამასთან, საანგარიშო პერიოდში შემოსულობების შესრულების მაჩვენებელი აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ჯამურად, ზრდის ტემპი 19.3%-ს უტოლდება.
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კომპონენტებთან მიმართებაში, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში ათვისების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება ვალდებულებების კლების (43%) და ფინანსური აქტივების ზრდის (37%) მუხლით გადასახდელები. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ათვისების მაჩვენებლები, აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ჯამურად ზრდის ტემპი 21.6%-ს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი ძირითადად შესაბამისობაშია კვარტალური გეგმით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან. კომპონენტების დონეზე გადახრით ხასიათდება გრანტების კომპონენტი, რომელიც 1 თვის მდგომარეობით 36.7 მლნ ლარს და წლიური გეგმის 17%-ს, ხოლო კვარტალური გეგმის 82.2%-ს უტოლდება.
• საგადასახადო შემოსავლების მობილიზების მდგომარეობა ძირითადად შესაბამისობაშია კვარტალური განწერით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან. 2015 წლის 1 თვის მდგომარეობით საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 31.1%-ს და წლიური გეგმის 7.3%-ს შეადგენს. ამასთან, შედარებით მაღალი მობილიზების დონით გამოირჩევა აქციზის და დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლები, რომელთა შესრულებაც კვარტალური გეგმის 41.7%-სა და 40.3%-ს უტოლდება. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, და ჯამურად, ზრდის ტემპი 8.0%-ს უტოლდება.
• რაც შეეხება სხვა შემოსავლების კომპონენტს, სხვა შემოსავლების ცალკეული მუხლებიდან, შედარებით მაღალი შესრულების დონით ხასიათდება შემოსავლები საკუთრებიდან, ძირითადად პროცენტების მუხლით შემოსავლების მაღალი შესრულების დონის გავლენით. კერძოდ, პროცენტების მუხლით შემოსავლები 2015 წლის იანვრის თვის მდგომარეობით 3.4 მლნ ლარს და კვარტალური გეგმის 32.8%-ს შეადგენს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სხვა შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ჯამურად, ზრდის ტემპი 3.9%-ს უტოლდება.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებასთან მიმართებაში, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გამოყოფილი ასიგნებების ათვისების %-ული წილი წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან მიმართებაში მხარჯავი დაწესებულებების უმეტესობისთვის 10%-იან შუალედში მერყეობს. წლიურ გეგმასთან მიმართებაში ასიგნებების ათვისების ძირითადი ტენდენციის სურათი, როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე პროგრამების მიხედვით წარმოდგენილია დანართის სახით (იხ. დანართები 2-4).
• საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებთან მიმართებაში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი და გადარიცხული სახსრები 2015 წლის 1 თვის მდგომარეობით 1.2 მლნ ლარს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 2.4%-ს შეადგენს. რაც შეეხება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, 2015 წლის 1 თვის მონაცემებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის/სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხების ჯამური მოცულობა 2.4 მლნ ლარს და წლიური გეგმის 1%-ს უტოლდება.
• გადასახდელების ანალიზისას საყურადღებოა შრომის ანაზღაურების მუხლით გადასახდელების სტრუქტურა. გასული წლის ბოლო თვეების მსგავსად, 2015 წლის 1 თვის მდგომარეობით, შემცირებულია პრემიის წილი თანამდებობრივი სარგოს ჯამურ მაჩვენებელთან, ხოლო საწინააღმდეგო ტენდენციას ავლენს დანამატის სახით გაცემული შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი. ამასთან, ჯამურად პრემიისა და დანამატის სახით გაცემული სახსრების მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 13.2%-ით აღემატება.

საშინაო და საგარეო ვალდებულებების დინამიკა
• სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების ფაქტობრივი შესრულება 2015 წლის 1 თვის მდგომარეობით 84.8 მლნ ლარს შეადგენს (წლიური გეგმა-600 მლნ ლარი). აღრიცხვის არსებული სპეციფიკის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ემიტირებულ იქნა 175.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების, ხოლო დაფარულ იქნა 103.3 მლნ ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები.
• რაც შეეხება საგარეო წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებას, სახაზინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგარეო წყაროებიდან მიღებული გრანტების მოცულობა 2015 წლის 1 თვის მდგომარეობით 36.7 მლნ ლარს და წლიური დამტკიცებული გეგმის 17.1%-ს შეადგენს. რაც შეეხება კრედიტებს, საგარეო ვალდებულებების ზრდით სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობები ჯამურად, 10.4 მლნ ლარს და წლიური გეგმის 1%-ს უტოლდება.

იხილეთ დანართი:
  • 1tve-2015.pdf
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact