2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, შემოსულობების საპროგნოზო მოცულობა კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით უმნიშვნელოდ, 10 მლნ ლარით (0.1%-ით) იზრდება და შეადგენს 12,451 მლნ ლარს. ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 12,467 მლნ ლარის დონეზე და 2018 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით გადასახდელების ზრდის ტემპი 0.1%-ს შეადგენს.




