მიმდინარე წლის 1-3 ოქტომბერს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ბიუჯეტის ანალიზის განყოფილების კოორდინატორმა ნათია წიქვაძემ მონაწილეობა მიიღო გენდერული ბიუჯეტირების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით სამუშაო ვიზიტში, ავსტრიაში (ვენა). ვიზიტი ევროკავშირის პროექტის „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ცალკეული სამინისტროების წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ვენის მერიის, ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისებისა და სპორტის სამინისტროების, ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და გენდერული მეინსტრიმინგის/გენდერული ბიუჯეტირების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან. განხილული საკითხები მოიცავდა სახელმწიფო ბიუჯეტში გენდერული ასპექტების გათვალისწინების პრაქტიკის შესახებ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გენდერული ბიუჯეტირება შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების კონტექსტში და ავსტრიის გამოცდილება ამ მიმართულებით ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ასევე ზემოაღნიშნული ინსტიტუციებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი გენდერული ბიუჯეტირების პროცესში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მიმდინარე წლის აპრილში, შესაბამისი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარუდგინა გენდერულ ასპექტში სახელმწიფოს ბიუჯეტის ანალიზი. კვლევა მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული განვითარების ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს წარმოადგინოს:
• სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამების გენდერული მნიშვნელობების დონის შეფასების ერთიანი ჩარჩო. გენდერული მნიშვნელოვნების სახით.
• მაღალი გენდერული მნიშვნელოვნების პროგრამებისათვის არსებული მიზნებისა და შედეგების/შედეგების შეფასების ინდიკატორების ანალიზი იმ სარეკომენდაციო ინდიკატორების მითითებით, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხარჯავი დაწესებულებების მიერ კონკრეტული პროგრამის გენდერულ ასპექტში მისაღწევი შედეგების შეფასებისათვის.
დეტალურად პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: სახელმწიფო ბიუჯეტი გენდერულ ჭრილში
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/430-2018-10-03-09-54-20#sigProGalleriac859db48bb

