„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2026 წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 15,560.3 მლნ ლარს, წლიური გეგმის (30,759.4 მლნ ლარი) 50.6%-ს და 6 თვის გეგმის (15,132.0 მლნ ლარი) 102.8%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 2,220.0 მლნ ლარით (16.6%-ით) აღემატება (ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისა და შემოსვლების მატების გავლენით).
2026 წლის 6 თვეში გადასახდელები 14,052.0 მლნ ლარს, წლიური გეგმის (30,881.4 მლნ ლარი) 45.5%-ს და 6 თვის გეგმის (15,278.2 მლნ ლარი) 92.0%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 6 თვის მაჩვენებელს 1,310.0 მლნ ლარით (10.3%-ით) აჭარბებს (ძირითადად, ვალდებულებების კლების მუხლით გადასახდელების მატების გავლენით).
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,465.7 მლნ ლარს გაუტოლდა. 6 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 1,508.3 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი ივლისისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,974.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2026 წლის იანვარ-ივნისში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 1,846.5 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ 787.6 მლნ ლარი შეადგინა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




