პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მაისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.4% შეადგინა;
- 2026 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 5.8%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ტრანსპორტზე, საცხოვრებელზე, წყალზე, ელ. ენერგიაზე, აირზე და ჯანმრთელობის დაცვაზე;
- 2026 წლის მაისში*, წინა წლის მაისთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 2.0%-ით, ხოლო ხარჯები 2.3%-ით გაიზრდა;
- 2026 წლის მაისში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.2%-ით გაიზარდა და 71,420.0 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
- 2026 წლის მაისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 19.8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 1.9%-ით შემცირდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.7%-ით გაიზარდა და 10,439.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2026 წლის მაისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 7.1%-ით გაიზარდა და 339.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 43.7%), აშშ (18.8%), რუსეთი (14.3% წარმოადგენდნენ;
- 2026 წლის ივნისში, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7,122.9 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 51.9%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა;
- 2026 წლის მაისში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, როგორც დეპოზიტებზე (1.06 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.12 პპ-ით) შემცირდა;
- 2026 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 0.9%-ით, ევროს მიმართ 2.3%-ით და თურქულ ლირასთან მიმართებით 2.7%-ით გამყარდა;
- 2026 წლის ივნისის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებით თურქული ლირის გარდა გამყარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/ivnisis-makroekonomikuri-mimokhilva2026-1h0n25ojgw1pl4p
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




