პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში* წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 8.8% შეადგინა;
- 2026 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 4.3%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ტრანსპორტზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე;
- 2026 წლის თებერვალში*, წინა წლის თებერვალთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 3.9%-ით, ხოლო ხარჯები 3.3%-ით გაიზარდა;
- 2026 წლის თებერვალში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.8%-ით გაიზარდა და 68,504.6 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
- 2026 წლის თებერვალში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 22.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 15.4%-ით შემცირდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.9%-ით შემცირდა და 3,512.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2026 წლის თებერვალში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 17.1%-ით გაიზარდა და 295.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 44.9%), აშშ (18.4%) და რუსეთი (12.2%) წარმოადგენდნენ;
- 2026 წლის მარტში, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 6,317 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 46.5%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 5.2%-ით შემცირდა;
- 2026 წლის თებერვალში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, დეპოზიტებზე (1.06 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.21 პპ-ით) შემცირდა;
- 2026 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 1.4%-ით და თურქულ ლირასთან მიმართებით 0.3%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 0.8%-ით გამყარდა;
- 2026 წლის მარტის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებით, თურქული ლირის გარდა, გამყარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/martis-makroekonomikuri-mimokhilva2026-1hnq41oypd0nk23
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




