Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

2026-2030 წლების მაკროეკონომიკური პროგნოზები

  • სამშაბათი, 15 ივნისი 2026 06:52
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საქართველოს 2026-2030 წწ. ძირითადი მონაცემების და საქართველოს სამინისტროების მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრული საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით,  საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს. პროგნოზი მოიცავს როგორც საბაზისო, ისე ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს.

ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.6%-ით გაიზრდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის (6.6%) 0.3 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (6.3%) და განსხვავდება (1.0 პპ-ით აღემატება) საბიუჯეტო ოფისის მიერ 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისგან. მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა როგორც 2021 წელს (10.6%), აგრეთვე 2022 (11.0%), 2023 (7.8%), 2024 (9.7%) და 2025 (7.5%) წლებში.

საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში კვლავ შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, უფრო მეტად გაიზრდება ტურიზმის მაჩვენებლები, მნიშვნელოვან დონეზე შენარჩუნდება საგარეო ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა და გაიზარდა რეალური მშპ. გარდა აღნიშნულისა, დაშვებისას, ასევე, მხედველობაშია მიღებული როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი. კერძოდ:

  • მოსალოდნელია, რომ 2025 წელთან შედარებით, 2026 წლისათვის მნიშვნელოვნად გამოცოცხლდება ტურისტული სექტორი, გარდა ამისა, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი;
  • 2025 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.00%-იან ნიშნულზე ფიქსირდებოდა, ხოლო 2026 წელს, მაღალი ინფლაციის და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეული ინფლაციური შოკების პასუხად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, განაკვეთი 0.25 პპ-ით გაიზარდა და 8.25% შეადგინა. ეროვნული ბანკის აღნიშნული პოლიტიკის საპასუხოდ, ინფლაციის მაჩვენებელმა 2026 წლის მაისში კლება დაიწყო. თუმცა, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2026 წელს ინფლაციის შედარებით მაღალი ზრდის ტემპი (4.3%) შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს (3.0%) აღემატება.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2026 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2014) მშპ-თან მოსალოდნელი ფარდობა -2.1%-ს შეადგენს (2025 წლის დეკემბრის პროგნოზით იგი -2.2% იყო).

ამასთან, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, ე.წ. მოდიფიცირებული მთლიანი სალდოს მაჩვენებელი (რომელიც ცალკეული მუხლების რეკლასიფიკაციით მიიღება და გამოიყენება IMF-ის პროგრამაში) 2026 წლისთვის -2.1%-ს გაუტოლდება. აქვე ხაზგასასმელია, რომ ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრულ მთავრობის საშუალოვადიან პროგნოზებს.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2026 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 3.5%-ია, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით განსხვავდება ოფისის 2025 წლის დეკემბრის პროგნოზისგან (4.2%), ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 3.7%-ს (2025 წლის დეკემბრის პროგნოზით 3.7%) შეადგენს. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2026-2030 წლებში საშუალოდ მშპ-ის -3.7%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მთავრობის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2026-2030 წლებში, ასევე, საშუალოდ 3.8%-ს შეადგენს.

 დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:

https://infogram.com/makroekonomikuri-prognoziivnisi-2026-2026-2030-1h7j4d5jw7gzv6n

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:

იხილეთ დანართი:
  • 2026-2030 წლების მაკროეკონომიკური პროგნოზები
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact