Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზები - ივნისი 2025

  • ორშაბათი, 16 ივნისი 2025 12:02
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი 2025-2028 წლების "ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ" დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი თანდართული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს. პროგნოზი მოიცავს როგორც საბაზისო, ისე ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს.
ძირითადი ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით გაიზრდება. მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის (5.3%) 0.3 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს  (5.0%) და ემთხვევა საბიუჯეტო ოფისის მიერ 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლისაგან. 2020 წელს კოვიდ პანდემიის შედეგად დაფიქსირებული ეკონომიკური კლების შემდგომ (-6.3%), მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა როგორც 2021 წელს (10.6%), აგრეთვე 2022 (11 %), 2023 (7.5%) და 2024 (9.4%) წლებში, რაც, ძირითადად, განპირობებული იყო 2020 წლის COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული მაღალი ეკონომიკური კლების გამო არსებული ე.წ. საბაზისო ეფექტით და მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უკეთესი განვითარების ტენდენციის არსებობით. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომისა, 2021 წელს დაწყებული ეკონომიკური ზრდის ტემპი 2022 წელსაც შენარჩუნდა როგორც საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებში, აგრეთვე გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, საფინანსო სექტორის, ტურიზმის სექტორის  და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების მიმართულებით, ხოლო 2023 წელს წინა წელთან შედარებით, ზოგიერთ მაჩვენებელთან მიმართებით კლება დაფიქსირდა (ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები).

საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში კვლავ შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, უფრო მეტად გაიზრდება ტურიზმის მაჩვენებლები, მნიშვნელოვან დონეზე შენარჩუნდება საგარეო ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა   და დღგ-ს გადამხელ საწარმოთა ბრუნვა საშუალოდ 10.8%-ით გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა რეალური მშპ-ც. გარდა აღნიშნულისა, დაშვებისას, ასევე, მხედველობაშია მიღებული, როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების  ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი. კერძოდ:

  • მოსალოდნელია, რომ 2025 წლისათვის მნიშვნელოვნად გამოცოხლდება ტურისტული სექტორიც 2024 წელთან შედარებით, გაიზრდება როგორც მომსახურების ექსპორტი, ისე იმპორტი.
  • კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი ინფლაციის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ინფლაციის მკვეთრი კლება დაფიქსირდა 2023 წლის მეორე კვარტალში, რაც ძირითადად მსოფლიო ბაზარზე ნავთობსა და სურსათზე ფასების კლებით იქნა გამოწვეული. 2023 წლის ივლისის თვეში სურსათის ფასების რეალური ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან მიმართებაში 13.3%-ით შემცირდა. შემცირებული სამომხმარებლო ფასების ინფლაციის პასუხად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი თანდათანობით შეამცირა (2024 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით 8%-მდე შემცირდა). ეროვნული ბანკის აღნიშნული პოლიტიკის საპასუხოდ ინფლაციის მაჩვენებელმა მარტის თვიდან ზრდა დაიწყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2024 წლის მეორე ნახევარში წლიური ინფლაციის შედარებით მაღალი ზრდის ტემპი შენარჩუნდება, თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელს (3.0%) არ აღემატება.   

 პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2026 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2014) მშპ-თან მოსალოდნელი ფარდობა -2.7%-ს შეადგენს (2024 წლის დეკემბრის პროგნოზით იგი -2.3% იყო). ამასთან, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, ე.წ. მოდიფიცირებული მთლიანი სალდოს მაჩვენებელი (რომელიც ცალკეული მუხლების რეკლასიფიკაციით მიიღება და გამოიყენება IMF-ის პროგრამაში) 2025 წლისთვის -2.9%-ს გაუტოლდება. აქვე ხაზგასასმელია, რომ ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრულ მთავრობის საშუალოვადიან პროგნოზებს.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2026 წლისთვის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მოსალოდნელი დეფიციტი მშპ-ის 4.2%-ია, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით განსხვავდება ოფისის 2024 წლის დეკემბრის პროგნოზისგან (4.1%), ხოლო მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 4.2%-ს (2024 წლის დეკემბრის პროგნოზით 4.0%) შეადგენს. საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2025-2029 წლებში საშუალოდ მშპ-ის -3.9%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება, მთავრობის პროგნოზის მიხედვით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025-2029 წლებში, ასევე, საშუალოდ 3.9%-ს შეადგენს.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/makroekonomikuri-prognoziivnisi-2026-1h7v4pdeoym8j4k

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:

იხილეთ დანართი:
  • წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზები - ივნისი 2025
Tweet
back to top

 

სიახლეები

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ევროპის დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების ქსელის დამკვირვებელი წევრი გახდება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ევროპის დამო…

14-02-2024

საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა.

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact