პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.6% შეადგინა;
- 2025 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 4.8%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, თამბაქოზე და ტრანსპორტზე;
- 2025 წლის აგვისტოში*, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 8.6%-ით, ხოლო ხარჯები 12.6%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის აგვისტოში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.3%-ით გაიზარდა და 64,447 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
- 2025 წლის იანვარ-აგვისტოში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 6.7%-ით, ხოლო იმპორტი 9.7%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8.8%-ით გაიზარდა და 16,250.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2025 წლის აგვისტოში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 10.7%-ით გაიზარდა და 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 46.9%), აშშ (17.8%) და რუსეთი (12.4%) წარმოადგენდნენ;
- 2025 წლის სექტემბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,428 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 15.2%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის აგვისტოში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, როგორც დეპოზიტებზე (0.19 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.02 პპ-ით) გაიზარდა;
- 2025 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.2%-ით, ევროს მიმართ 1.2%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 1.0%-ით გამყარდა;
- 2025 წლის სექტემბრის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, თურქული ლირის გარდა, გამყარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/sektembris-makroekonomikuri-mimokhilva2025-1hmr6g8gyevkz2n
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




