პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- 2025 წლის IV კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის IV კვარტალში წლიური ინფლაცია 4.7%-ს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე მეტია;
- 2025 წლის IV კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 1,669.0 მლნ ლარი შეადგინა;მთლიანი სახელმწიფო ვალი ზრდის ტენდენციას ავლენს. შემცირებულია საგარეო ვალის წილიც მთლიან სახელმწიფო ვალში, კერძოდ, 2025 წლის IV კვარტალში საგარეო ვალის წილმა 68.4% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 70.7% იყო;
- 2025 წლის III* კვარტალში გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსი. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დადებითმა სალდომ 337.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მიმდინარე ანგარიშის სალდო უარყოფითი 20.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა);
- 2025 წლის IV კვარტლის ბოლოსათვისსაერთაშორისო რეზერვებმა 6,158.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.4%-ით მეტია;
- 2025 წლის IV კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის წილი საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 27.5%-დან 30.5%-მდე გაიზარდა;
- წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილები 14.6%-ით გაიზარდა და 955.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2025 წლის IV კვარტლის ბოლოს 8.00%-ით განისაზღვრა;
- ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 0.001%-ით გაუფასურდა, ხოლო 2024 წლის IV კვარტალთან მიმართებით 1.9%-ით გამყარდა;
- წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი როგორც დეპოზიტებზე (5.06 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.92 პპ-ით) შემცირდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/iv-kvartlis-makroekonomikuri-mimokhilva2025-1h0n25op773ol4p
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




