პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- 2025 წლის III კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.5%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის III კვარტალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე მეტია;
- 2025 წლის III კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 54.4 მლნ ლარი შეადგინა;
- მთლიანი სახელმწიფო ვალი ზრდის ტენდენციას ავლენს. შემცირებულია საგარეო ვალის წილიც მთლიან სახელმწიფო ვალში, კერძოდ, 2025 წლის III კვარტალში საგარეო ვალის წილმა 69.3% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 72.1% იყო;
- 2025 წლის II* კვარტალში გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსი. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითმა სალდომ 272.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მიმდინარე ანგარიშის სალდო უარყოფითი 676.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა);
- 2025 წლის III კვარტლის ბოლოსათვის საერთაშორისო რეზერვებმა 5,427.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.2%-ით მეტია;
- 2025 წლის III კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის წილი საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 30.3%-დან 30.2%-მდე შემცირდა;
- წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილები 12.0%-ით გაიზარდა და 976.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2025 წლის III კვარტალის ბოლოს 8.00%-ით განისაზღვრა;
- ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 1.3%-ით, ხოლო 2024 წლის III კვარტალთან მიმართებით 0.2%-ით გამყარდა;
- დეპოზიტებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (0.7 პპ) გაიზარდა, ხოლო სესხებზე (1.6 პპ) შემცირდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/iii-kvartlis-makroekonomikuri-mimokhilva2025-1hnq41owgle3p23
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




