პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- 2025 წლის II კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7.1%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის II კვარტალში წლიური ინფლაცია 3.6%-ს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე მეტია;
- 2025 წლის II კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის დადებითმა მთლიანმა სალდომ 661.8 მლნ ლარი შეადგინა;
- მთლიანი სახელმწიფო ვალი შემცირების ტენდენციას ავლენს. შემცირებულია საგარეო ვალის წილიც მთლიან სახელმწიფო ვალში, კერძოდ, 2025 წლის II კვარტალში საგარეო ვალის წილმა 69.8% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 73.1% იყო;
- 2025 წლის I* კვარტალში გაუარესდა საგადასახდელო ბალანსი. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითმა სალდომ 658.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მიმდინარე ანგარიშის სალდო უარყოფითი 318.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა);
- 2025 წლის II კვარტლის ბოლოსათვის საერთაშორისო რეზერვებმა 4,688.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3%-ით მეტია;
- 2025 წლის II კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის წილი საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 26.4%-დან 30.1%-მდე გაიზარდა;
- წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილები 10.0%-ით შემცირდა და 928.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2025 წლის II კვარტალის ბოლოს 8.00%-ით განისაზღვრა;
- ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 2.6%-ით გამყარდა, ხოლო 2024 წლის II კვარტალთან მიმართებით 0.1%-ით გაუფასურდა;
- დეპოზიტებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (0.6 პპ) გაიზარდა, ხოლო სესხებზე (2.1 პპ) შემცირდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/ii-kvartlis-makroekonomikuri-mimokhilva2025-1h0n25o90no1l4p
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




