„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი 2025 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-მარტში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 6,651.1მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 24.1%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 100.5%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში ძირითადი წილი, 86.1%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 6,393.9მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 22.9%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 94.3%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებში ძირითადი წილი, 82.2%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2023-2024 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 257.2 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 აპრილისთვის 1,643.5მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
- სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ 446.2 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა სალდომ - -155.8 მლნ ლარი.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-3-tvis-shesrulebis-mimokhilva-1h1749wd5zg7l2z?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: