„ოპერატიული ინფორმაცია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარი)“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2024 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 1,858.6 მლნ ლარს, წლიური გეგმის (24,569.5 მლნ ლარი) 7.6%-ს და 3 თვის გეგმის (6,066.2 მლნ ლარი) 30.6%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 266.3 მლნ ლარით (16.7%-ით) აღემატება (შემოსავლების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
გადასახდელების შესრულება 2,051.0 მლნ ლარს, წლიური გეგმის (25,030.4 მლნ ლარი) 8.2%-ს და 3 თვის გეგმის (5,862.9 მლნ ლარი) 35.0%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის იანვრის მაჩვენებელს 553.6 მლნ ლარით (37.0%-ით) აჭარბებს.
შესაბამისად, იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობების და გადასახდელების შესრულების გათვალისწინებით, ნაშთის ცვლილება (გამოყენება) -192.4 მლნ ლარს შეადგენს. წლის დასაწყისისათვის ნაშთის მოცულობამ შეადგინა 1,577.3 მლნ ლარი, ხოლო 2024 წლის პირველი თებერვლისთვის კი ნაშთი განისაზღვრა 1,384.9 მლნ ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2024 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ შეადგინა 261.7 მლნ ლარი, ხოლო მთლიანმა სალდომ - (-93.2) მლნ ლარი.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




