პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
• სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 9.2% შეადგინა.
• 2024 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 2.2%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ ტრანსპორტზე, განათლებაზე, სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე.
• 2024 წლის მაისში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 14.5%-ით, ხოლო ხარჯები 8.2%-ით გაიზარდა.
• 2024 წლის მაისში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 22.6%-ით მოიმატა და 54.5 მლრდ ლარი შეადგინა; მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
• 2024 წლის იანვარ-მაისში* საქონლის ექსპორტმა 9.2%-ით დაიკლო, ხოლო იმპორტმა 0.7%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2.2%-ით შემცირდა და 8,432.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
• 2024 წლის მაისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 27.2%-ით შემცირდა და 284.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 42.5%) და რუსეთი (16.9%) წარმოადგენდნენ.
• 2024 წლის ივნისში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,581 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 9.6%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
• 2024 წლის მაისში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე გაიზარდა.
• 2024 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.9%-ით, ევროს მიმართ 3.6%-ით, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 3.0%-ით გაუფასურდა.
• 2024 წლის ივნისის თვეში რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/--1h0r6rz0kov5w4e?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




