Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა - III წარდგენა

  • ხუთშაბათი, 14 დეკემბერი 2023 08:11
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით:

  • 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით შემოსულობების გეგმა განსაზღვრულია 24,569.5 მლნ ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ მოცულობაზე 2,398.6 მლნ ლარით (10.8%-ით) მეტია, ხოლო 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მაჩვენებელს 166.6 მლნ ლარით (0.7%-ით) აღემატება (ძირითადად შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის 0.8%-იანი მატების გავლენით). 2023 წლის გეგმის მაჩვენებელთან შედარებით, ზრდა, ძირითადად, მოდის შემოსავლების კომპონენტზე (2,491.1 მლნ ლარის ოდენობით, 13.7%-ით), აგრეთვე, ვალდებულებების ზრდით შემოსულობებზე (57.5 მლნ ლარის ოდენობით, 1.8%-ით). 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, 2023 წლის გეგმასთან შედარებით, გათვალისწინებულია ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობების შემცირება (150.0 მლნ ლარით), ხოლო არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან შემოსულობები უცვლელია და შეადგენს 200.0 მლნ ლარს;
  • 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, გადასახდელების გეგმა განსაზღვრულია 25,030.4 მლნ ლარით, რაც 165.0 მლნ ლარით (0.7%-ით) აღემატება აღნიშნული გადამუშავებული ვარიანტით განსაზღვრულ მოცულობას, ხოლო 2,719.1 მლნ ლარით (12.2%-ით) აღემატება 2023 წლის ბიუჯეტის გადასახდელების გეგმას. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით, აღნიშნული მატება, ძირითადად, მოდის ხარჯების კომპონენტზე - იზრდება 148.5 მლნ ლარით (0.8%-ით), ასევე, ზრდა შეეხო არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტებს, შესაბამისად - 11.5 მლნ ლარით და 5.0 მლნ ლარით, ხოლო ვალდებულებების კლების კომპონენტი უცვლელია.
  • ნაშთის ცვლილება (გამოყენება) განსაზღვრულია -460.9 მლნ ლარის ოდენობით;
  • 2024 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი (უარყოფითი მთლიანი სალდო) განისაზღვრება 2,177.0 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%);
  • 2024 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 38.0%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) - მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.1%-ით − ჯამი: მშპ-ის 38.1% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%);
  • საგადასახადო შემოსავლების განახლებული მაჩვენებლის და დივიდენდის ზრდის შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება 160.0 მლნ ლარზე მეტით და ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 28.7 მლრდ ლარს მიაღწევს.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.

იხილეთ დანართი:
  • „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა - III წარდგენა
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact