„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ოქტომბრის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 20,951.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 85.3%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 78.9%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 20,502.1მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 81.9%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 78.0%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, 2022-2023 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2023 წელთან შედარებით და შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 449.7 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 ნოემბრისთვის 2,027.0მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:https://infogram.com/2024-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-oktombris-shesrulebis-mimokhilva-1hmr6g8ooggvz2n?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




