„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2024 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 19,002.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 77.3%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 105.9%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 78.3%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 18,248.4მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 72.9%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 99.2%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 77.9%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 754.3 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 ოქტომბრისთვის 2,331.7მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2024-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-sektembris-shesrulebis-mimokhilva-1hnq41o3l719p23?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




