„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-აგვისტოს შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2024 წლის იანვარ-აგვისტოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2024 წლის იანვარ-აგვისტოში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 16,680.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 67.9%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 93.3%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 78.4%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 16,272.3მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 65.0%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 88.7%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 78.5%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, 2022-2023 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2023 წელთან შედარებით და შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 408.1 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 სექტემბრისთვის 1,985.4მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2024--1h7v4pd91ykzj4k?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




