„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-მარტის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2024 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2024 წლის იანვარ-მარტში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 6,316.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 25.7%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 104.1%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 82.5%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2022 წელთან შედარებით და შემცირებულია 2023 წელთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 5,753.5მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 23.0%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 98.1%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 78.4%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, 2022-2023 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 562.7 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 აპრილისთვის 2,140.1მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2024--1h9j6q7gd5ne54g?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




