პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- ოქტომბერში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები ნარჩუნდება.
- ნოემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო და 0.1% შეადგინა.
- ოქტომბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 13.3%-ით, ხოლო ხარჯები 25.4%-ით გაიზარდა.
- ოქტომბერში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 48.4 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
- იანვარ-ოქტომბერში* ექსპორტმა 12.5%-ით, ხოლო იმპორტმა 17.8%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 17,785 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- ოქტომბერში* ფულადმა გზავნილებმა 283.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 38.9%) და რუსეთი (21.8%) წარმოადგენდნენ.
- ნოემბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,122 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 10.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
- ოქტომბერში*, წინა თვესთან მიმართებით, მცირედით გაიზარდა დეპოზიტებსა და სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი.
- ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.6%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2.6%-ით გაუფასურდა.
- ნოემბერში რეგიონის ქვეყნების ვალუტებიდან აშშ დოლარის მიმართ, მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა, ხოლო დანარჩენმა ვალუტებმა გაუფასურება განიცადეს.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




