პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სექტემბერში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.1% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები
აღინიშნება.
- ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო და 0.8% შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს და საცხოვრებლის ჯგუფებზე ფასების ზრდით.
- სექტემბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 8.4%-ით, ხოლო ხარჯები 14.0%-ით გაიზარდა.
- სექტემბერში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 47.7 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
- იანვარ-სექტემბერში* ექსპორტმა 12.7%-ით, ხოლო იმპორტმა 18.2%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 15,911 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- სექტემბერში* ფულადმა გზავნილებმა 283.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 39.0%) და რუსეთი (20.9%) წარმოადგენდნენ.
- ოქტომბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,119 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 16.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
- სექტემბერში*, წინა თვესთან მიმართებით, მცირედით გაიზარდა დეპოზიტებსა და სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი.
- ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 1.7%-ით, ხოლო ევროს მიმართ 0.4%-ით გაუფასურდა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




