პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- აგვისტოში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.8% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
- სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მიზნობრივი ინფლაციის 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო და 0.7% შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია საცხოვრებლის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს, განათლების, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფებზე ფასების ზრდით.
- აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 26.9%-ით, ხოლო ხარჯები 9.5%-ით გაიზარდა.
- აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 46.6 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
- იანვარ-აგვისტოში საქონლის ექსპორტმა 14.4%-ით, ხოლო იმპორტმა 17.8%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 14,005 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- აგვისტოში ფულადმა გზავნილებმა 287.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 39.5%) და რუსეთი (21.0%) წარმოადგენდნენ.
- სექტემბერში მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 5,273 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
- აგვისტოში, წინა თვესთან მიმართებით, შემცირდა დეპოზიტებსა და სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი.
- სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.9%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 1.1%-ით გამყარდა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




