„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა (იანვარ-ივლისი)" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2023 წლის იანვარ-ივლისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2023 წლის იანვარ-ივლისში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 12,797.9მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 58.4%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 83.3%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 74.3%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 12,074.9მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 55.2%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 76.4%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 79.7%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2021 წელთან შედარებით და მცირედით შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 723.0მლნ ლარი შეადგინა და 2023 წლის 1 აგვისტოსთვის - 1,970.5მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




