„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა (იანვარ-მარტი)" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2023 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2023წლის იანვარ-მარტში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 4,900.5მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 22.4%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 103.5%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 83.9%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 4,659.1მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 21.3%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 96.3%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 80.9%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 241.4მლნ ლარი შეადგინა და 2023 წლის 1 აპრილისთვის - 1,488.9მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




