„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა (იანვარ-თებერვალი)" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2023 წლის იანვარ-თებერვლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2023 წლის იანვარ-თებერვალში:
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 3,036.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 13.9%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 64.1%-ს შეადგენს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 92.1%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით;
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 3,025.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 13.8%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 62.6%-ს შეადგენს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 81.7%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით, ხოლო მისი წილი გადასახდელებში აღემატება 2021 წლის მონაცემს და მცირედით ჩამორჩება 2022 წლის მაჩვენებელს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 10.6 მლნ ლარი შეადგინა და 2023 წლის 1 მარტისთვის ნაშთი 1,258.2 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




