„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი 2023 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვის საფუძველზე.
2023 წლის იანვარ-ივნისში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 10,715.6მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 48.9%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 106.2%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 75.0%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 9,959.8მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 45.5%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 98.6%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 78.8%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2021 წელთან შედარებით და მცირედით შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 755.7მლნ ლარი შეადგინა და 2023 წლის 1 ივლისისთვის - 2,003.2მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა;
- სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ შეადგინა 1,242.3 მლნ ლარი, ხოლო მთლიანმა სალდომ - -152.6 მლნ ლარი.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




