Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა - I წარდგენა

  • პარასკევი, 29 სექტემბერი 2023 13:46
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

 „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით:

  • შემოსულობების გეგმა განისაზღვრა 22,170.9 მლნ ლარის ოდენობით, რაც დამტკიცებულ მოცულობას 256.7 მლნ ლარით (1.2%-ით) აღემატება. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია, ერთი მხრივ, შემოსავლების ზრდით (620.0 მლნ ლარის ოდენობით, 3.5%-ით), მეორე მხრივ, ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების შემცირებით (363.3 მლნ ლარით). რაც შეეხება არაფინანსური და ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან შემოსულობებს, აღნიშნული კომპონენტების საგეგმო მაჩვენებლები უცვლელია.
  • გადასახდელების გეგმა განისაზღვრა 22,311.3 მლნ ლარის ოდენობით, რაც დამტკიცებულ მოცულობას 431.2 მლნ ლარით (2.0%-ით) აღემატება. აღნიშნული მატება ძირითადად მოდის ხარჯების კომპონენტზე, კერძოდ, 2023 წლის გეგმასთან შედარებით, 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, ხარჯები იზრდება 564.7 მლნ ლარით (3.5%), არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი - 74.3 მლნ ლარით (1.9%). ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი მცირდება 107.9 მლნ ლარით (24.2%), ხოლო ვალდებულებების კლების კომპონენტი - 100.0 მლნ ლარით (8.2%).
  • ნაშთის ცვლილება (გამოყენება) განსაზღვრულია -140.4 მლნ ლარის ოდენობით.  
  • 2023 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი (უარყოფითი მთლიანი სალდო) განისაზღვრება 2,346.9 მლნ ლარით, რაც მთავრობის მიერ პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 3.0%-ს შეადგენს (დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.8%).
  • 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 38.4%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება (2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) - მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.5%-ით − ჯამი: მშპ-ის 38.9% (დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულია მშპ-ის 38.8%).

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.

იხილეთ დანართი:
  • „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა - I წარდგენა
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact