Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - III კვარტალი, 2022

  • ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2022 09:06
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

 

  • 2022 წლის III კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9.7%-ით გაიზარდა, რაც აღემატება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ აგვისტოს თვეში პროგნოზირებულ 7.9%-ს. შესაბამისად, დაფიქსირდა მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.
  • 2022 წლის III კვარტალში წლიური ინფლაცია 11.3%-ს გაუტოლდა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდით.
  • 2022 წლის III კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 768.4 მლნ ლარი შეადგინა.
  • მთლიანი სახელმწიფო ვალი კლების ტენდენციას ავლენს, შემცირებულია ასევე საგარეო ვალის წილი მთლიან სახელმწიფო ვალში. კერძოდ, 2022 წლის III კვარტალში საგარეო ვალის წილმა 76.3% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 85.0%-ს იყო.
  • 2022 წლის II* კვარტალში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობა, კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის განახევრდა (კლება -49.0%) და მხოლოდ 252.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • 2022 წლის III კვარტალში მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 4,313 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით.
  • 2022 წლის III კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 28.8%-დან 30.6%-მდე გაიზარდა.
  • წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წლის III კვარტალში ფულადი გზავნილები 64.9%-ით გაიზარდა და 1,027.5 მლნ დოლარი შეადგინა. 
  • მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2022 წლის მარტიდან არ შეცვლილა და 11.0%-ს შეადგენს.
  • ლარის გაცვლითი კურსი  გამყარების ტენდენციით ხასიათდება. ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 2.8%-ით, ხოლო 2021 წლის III კვარტალთან შედარებით 10.5%-ით გამყარდა.
  • დოლარიზაციის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ასევე  სესხებზე.

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.

იხილეთ დანართი:
  • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - III კვარტალი, 2022.pdf
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact