პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- 2022 წლის ნოემბერში*, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 9.3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები აღინიშნება.
- დეკემბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 9.8%-ს გაუტოლდა, რაც ძირითადად განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდით.
- ნოემბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 30.7%-ით, ხოლო ხარჯები 13.7%-ით გაიზარდა.
- ნოემბერში* კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 42.8 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში.
- იანვარ-ნოემბერში* ექსპორტმა 31.8%-ით, ხოლო იმპორტმა 32.4%-ით მოიმატა და სავაჭრო ბრუნვამ 17,018 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- ნოემბერში* ფულადმა გზავნილებმა 521.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (გზავნილების მთლიანი ოდენობის 60.7%) და ევროკავშირის ქვეყნები (17.6%) წარმოადგენდნენ.
- დეკემბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,901 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით.
- ნოემბერში*, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა დეპოზიტებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი, სესხებზე კი მცირედით გაიზარდა.
- დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 1.5%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 2.3%-ით გაუფასურდა.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი