პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
• თებერვალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 14.6% შეადგინა.
• მარტში წლიური ინფლაცია 11.8%-ს გაუტოლდა.
• მარტში წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 7.2%-ით, ხოლო ევროს მიმართ 4.5%-ით გაუფასურების ტენდენციას ავლენს.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი




