„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2026 წლის იანვარ-ივნისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2026 წლის იანვარ-ივნისში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 15,562.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 102.8%-ს და წლიური გეგმის 50.6%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 72.1%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 14,053.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 92.0%-ს და წლიური გეგმის 45.5%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 75.9%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 1,508.3 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი ივლისისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,974.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




