„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-მაისის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2026 წლის იანვარ-მაისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2026 წლის იანვარ-მაისში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 13,222.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 87.4%-ს და წლიური გეგმის 43.0%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 71.0%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 11,633.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 76.1%-ს და წლიური გეგმის 37.7%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 75.4%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 1,588.7 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი ივნისისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 3,054.4 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




