„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-თებერვლის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2026 წლის იანვარ-თებერვლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2026 წლის იანვარ-თებერვალში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 5,239.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმის 67.5%-ს და წლიური გეგმის 17.0%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 67.3%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 5,032.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმის 63.7%-ს და წლიური გეგმის 16.3%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 68.3%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 207.0 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი მარტისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,672.7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




