„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 13,340.8 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,560.8 მლნ ლარი) 48.4%-ს და 6 თვის გეგმის (13,221.6 მლნ ლარი) 100.9%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 892.4 მლნ ლარით (7.2%-ით) აღემატება (ძირითადად, შემოსავლების კომპონენტის მატების გავლენით).
2025 წლის 6 თვეში გადასახდელები 12,742.2 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,941.7 მლნ ლარი) 45.6%-ს და 6 თვის გეგმის (13,656.8 მლნ ლარი) 93.3%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 6 თვის მაჩვენებელს 943.2 მლნ ლარით (8.0%-ით) აჭარბებს (ძირითადად, ხარჯების კომპონენტის მატების გავლენით).
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,386.2 მლნ ლარს გაუტოლდა. 6 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 598.6 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 ივლისისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,984.7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2025 წლის იანვარ-ივნისში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 1,279.6 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ 130.3 მლნ ლარი შეადგინა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.