„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-აპრილისშესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 8,691.9 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,560.8 მლნ ლარი) 31.5%-ს და 6 თვის გეგმის (13,221.6 მლნ ლარი) 65.7%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 346.1 მლნ ლარით (4.1%-ით) აღემატება (ძირითადად, ვალდებულებების ზრდის კომპონენტის, აგრეთვე შემოსავლების მატების გავლენით).
2025 წლის 4 თვეში გადასახდელები 8,458.8 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,941.7 მლნ ლარი) 30.3%-ს და 6 თვის გეგმის (13,656.8 მლნ ლარი) 61.9%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 4 თვის მაჩვენებელს 582.2 მლნ ლარით (7.4%-ით) აჭარბებს (ხარჯების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,386.2 მლნ ლარს გაუტოლდა. 4 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 233.1 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 მაისისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,619.3 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2025 წლის იანვარ-აპრილში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 458.0 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ -352.2 მლნ ლარი შეადგინა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.