„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-დეკემბრის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2025 წლის იანვარ-დეკემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-დეკემბერში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 27,802.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 100.8%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 79.0%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 27,722.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 99.2%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 82.4%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 79.6 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,465.7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




