„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-თებერვლის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2025 წლის იანვარ-თებერვლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-თებერვალში:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 4,251.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმის 64.2%-ს და წლიური გეგმის 15.4%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 81.5%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია 2023-2024 წლებთან შედარებით, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 4,276.2მლნ ლარი შეადგინა, რაც 3 თვის გეგმის 63.1%-ს და წლიური გეგმის 15.3%-ს შეადგენს;
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 80.1%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც ნომინალურ გამოხატულებაში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში, 2024 წელთან შედარებით, მცირედით მომატებულია, 2023 წელთან შედარებით კი - შემცირებული;
- სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის გამოყენებამ 25.0 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 მარტისთვის 1,361.3მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-tebervlis-shesrulebis-mimokhilva-1h0n25oxz51kl4p?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




