„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის (III წარდგენა) მიხედვით:
- შემოსულობების გეგმა განსაზღვრულია 27,560.8 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის მაჩვენებელზე 2,991.3 მლნ ლარით (12.2%-ით) მეტია, ხოლო 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტის მაჩვენებელს 710.3 მლნ ლარით (2.6%-ით) აღემატება (ძირითადად შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის 3.1%-იანი მატების გავლენით). 2024 წლის გეგმის მაჩვენებელთან შედარებით აღნიშნული (12.2%-იანი) ზრდა ძირითადად დაკავშირებულია შემოსავლების მნიშვნელოვან მატებასთან (2,703.9 მლნ ლარის ოდენობით, 13.0%-ით), აგრეთვე, დანარჩენი კომპონენტების ზრდასთან (ფინანსური და არაფინანსური აქტივების კლების მუხლებით შემოსულობების - 100.0 – 100.0 მლნ ლარით და ვალდებულებების ზრდით შემოსულობების - 87.4 მლნ ლარით);
- გადასახდელების გეგმა განსაზღვრულია 27,941.7 მლნ ლარის ოდენობით, რაც 895.2 მლნ ლარით (3.3%-ით) აღემატება აღნიშნული კანონის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით განსაზღვრულ გადასახდელების გეგმას - 27,046.5 მლნ ლარს, ხოლო 2,911.3 მლნ ლარით (11.6%-ით) აღემატება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გადასახდელების გეგმას - 25,030.4 მლნ ლარს. 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის გადასახდელების ყველა კომპონენტი იზრდება, გარდა ვალდებულებების კლების კომპონენტისა, რომელიც მცირდება 6.6 მლნ ლარით (0.5%-ით), 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ხარჯები იზრდება - 2,721.1 მლნ ლარით, არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი - 78.3 მლნ ლარით და ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი - 118.6 მლნ ლარით;
- ნაშთის ცვლილება (გამოყენება) განსაზღვრულია -381.0 მლნ ლარის ოდენობით;
- 2025 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი (უარყოფითი მთლიანი სალდო) განისაზღვრება 2,454.0 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%);
- 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა - მშპ-ის 35.9%-ით არის განსაზღვრული, მათ შორის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება (2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით (წინასწარი მონაცემები)) − მშპ-ის 0.03%-ია (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%);
- 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 32.4 მლრდ ლარს.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-proektis-iii-tsardgena-mimokhilva-1h7v4pdj0ogyj4k?live
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.




