Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა - II წარდგენა

  • ხუთშაბათი, 07 ნოემბერი 2024 09:40
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის (II წარდგენა) მიხედვით:

  • შემოსულობების გეგმა განსაზღვრულია 26,850.5 მლნ ლარით, რაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით დამტკიცებულ მოცულობას, მნიშვნელოვნად, 2,281.0 მლნ ლარით (9.3%-ით) აღემატება. აღნიშნული ზრდა დაკავშირებულია, ძირითადად შემოსავლების კომპონენტის მატებასთან (2,004.3 მლნ ლარის ოდენობით, 9.7%-ით), აგრეთვე, ვალდებულებების აღების შედეგად და ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მისაღები სახსრების მატებასთან (შესაბამისად, 246.7 მლნ ლარით და 30.0 მლნ ლარით), რაც შეეხება არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მისაღებ შემოსულობებს, მისი მოცულობა განსაზღვრულია მიმდინარე წლის საგეგმო მოცულობის დონეზე.
  • გადასახდელების გეგმა განსაზღვრულია 27,046.5 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2,016.1 მლნ ლარით (8.1%-ით) აღემატება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულ გადასახდელების გეგმას -  25,030.4 მლნ ლარს. აღნიშნული მატება მოდის ხარჯებისა და ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტებზე. კერძოდ, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხარჯების კომპონენტის მაჩვენებელი, 2024 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ მოცულობასთან შედარებით, გაზრდილია 2,277.5 მლნ ლარით (11.9%-ით), ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი იზრდება 145.9 მლნ ლარით (47.7%-ით). არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი 380.6 მლნ ლარით (9.1%-ით) მცირდება, ხოლო ვალდებულებების კლების მაჩვენებელი შემცირებულია 26.6 მლნ ლარით (1.9%-ით).
  • ნაშთის ცვლილება (გამოყენება) განსაზღვრულია -196.1 მლნ ლარის ოდენობით;
  • 2025 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი (უარყოფითი მთლიანი სალდო) განისაზღვრება 2,440.3 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%);
  • 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა - მშპ-ის 36.8%-ით არის განსაზღვრული, მათ შორის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება (2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით (წინასწარი მონაცემები)) − მშპ-ის 0.03%-ია (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%);
  • 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31.2 მლრდ ლარს.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-proektis-ii-tsardgena-mimokhilva-1h984wvqy3xrz2p?live                           

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.

იხილეთ დანართი:
  • „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა - II წარდგენა
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact