Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - III კვარტალი, 2024

  • ხუთშაბათი, 07 ნოემბერი 2024 07:17
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • 2024 წლის III კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 11.1%-ით გაიზარდა.
  • 2024 წლის III კვარტალში წლიური ინფლაცია 1.1%-ს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლებია.
  • 2024 წლის III კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 657.9 მლნ ლარი შეადგინა.
  • მთლიანი სახელმწიფო ვალი ზრდის ტენდენციას ავლენს. შემცირებულია საგარეო ვალის წილი მთლიან სახელმწიფო ვალში, კერძოდ, 2024 წლის III კვარტალში საგარეო ვალის წილმა 72.1% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 73.7% იყო.
  • 2024 წლის II* კვარტალში გაიზარდა უარყოფითი საგადასახდელო ბალანსი. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითმა სალდომ 392.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
  • 2024 წლის III კვარტლის ბოლოსათვის საერთაშორისო რეზერვებმა 4,712.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6%-ით ნაკლებია.
  • 2024 წლის III კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის წილი საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 27.3%-დან 31.3%-მდე გაიზარდა.
  • წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილები 0.9%-ით შემცირდა და 872.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2024 წლის III კვარტალის ბოლოს 8.00%-ით განისაზღვრა.
  • ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 1.0%-ით გამყარდა, ხოლო 2023 წლის III კვარტალთან მიმართებით 3.4%-ით გაუფასურდა.
  • დოლარიზაციის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით როგორც დეპოზიტებზე, ისე სესხებზე შემცირდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/iii-kvartlis-makroekonomikuri-mimokhilva2024-1hnp27eolpwon4g?live

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: 

 

 

იხილეთ დანართი:
  • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - III კვარტალი, 2024
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact