პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
• 2024 წლის II კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9.5%-ით გაიზარდა, რაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მაისის თვეში პროგნოზირებულ 7.6%-ზე მეტია.
• 2024 წლის II კვარტალში წლიური ინფლაცია 1.9%-ს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლებია.
• 2024 წლის II კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის დადებითმა მთლიანმა სალდომ 23.9 მლნ ლარი შეადგინა.
• მთლიანი სახელმწიფო ვალი ზრდის ტენდენციას ავლენს. შემცირებულია საგარეო ვალის წილი მთლიან სახელმწიფო ვალში, კერძოდ, 2024 წლის II კვარტალში საგარეო ვალის წილმა 73.1% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 74.1% იყო.
• 2024 წლის I* კვარტალში გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსი. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითმა სალდომ 351.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.5%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
• 2024 წლის II კვარტლის ბოლოსათვის საერთაშორისო რეზერვებმა 4,581.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.6%-ით ნაკლებია.
• 2024 წლის II კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის წილი საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 29.0%-დან 27.7%-მდე შემცირდა.
• წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილები 24.5%-ით შემცირდა და 843.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
• მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2024 წლის II კვარტალის ბოლოს 8.00%-ით განისაზღვრა.
• ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 2.5%-ით, ხოლო 2023 წლის II კვარტალთან მიმართებით 6.6%-ით გაუფასურდა.
• დოლარიზაციის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დეპოზიტებზე შემცირდა, ხოლო სესხებზე გაიზარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/ii-_2024-1h0r6rz09ym8w4e?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




