პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
• 2024 წლის I კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7.8%-ით გაიზარდა, რაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ თებერვლის თვეში პროგნოზირებულ 7.2%-ზე მეტია.
• 2024 წლის I კვარტალში წლიური ინფლაცია 0.3%-ს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლებია.
• 2024 წლის I კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის დადებითმა მთლიანმა სალდომ 233.3 მლნ ლარი შეადგინა.
• მთლიანი სახელმწიფო ვალი ზრდის ტენდენციას ავლენს. შემცირებულია საგარეო ვალის წილი მთლიან სახელმწიფო ვალში, კერძოდ, 2024 წლის I კვარტალში საგარეო ვალის წილმა 72.8% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 75.2% იყო.
• 2023 წლის IV* კვარტალში გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსი. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითმა სალდომ 559.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.2%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
• 2024 წლის I კვარტლის ბოლოსათვის საერთაშორისო რეზერვებმა 4,776.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5%-ით ნაკლებია.
• 2024 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის წილი საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 29.1%-დან 28.2%-მდე შემცირდა.
• წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილები 35.8%-ით შემცირდა და 806.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
• მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2024 წლის I კვარტალის ბოლოს 8.25%-ით განისაზღვრა.
• ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 0.9%-ით გამყარდა, ხოლო 2023 წლის I კვარტალთან მიმართებით 1.3%-ით გაუფასურდა.
• დოლარიზაციის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დეპოზიტებზე შემცირდა, ხოლო სესხებზე გაიზარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/i-_2024-1hnp27emy10py4g?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე:




