Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • ინტერაქტიული ინფოგრაფიკები ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
    • ინტერაქტიული მაკროეკონომიკური სტატისტიკა
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
    • ინტერაქტიული სტატისტიკა

საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა

  • პარასკევი, 09 ივნისი 2023 11:22
  • font size decrease font size decrease font size increase font size increase font size
  • Print
  • Email

„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საფუძველზე.

2022 წელს:

  • 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 20,529.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის (20,449.0 მლნ ლარი) 100.4%-ს შეადგენს, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2,151.5 მლნ ლარით (11.7%-ით) აღემატება გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების მატების გავლენით. კერძოდ, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად მთლიან შემოსულობებში გაზრდილია 2020-2021 წლებთან შედარებით და 2022 წლისთვის 14,976.7 მლნ ლარს (შემოსულობების 73.0%) შეადგენს.
  • 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 20,163.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის (20,186.0 მლნ ლარი) 99.9%-ს შეადგენს, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 355.5 მლნ ლარით (1.8%-ით) აღემატება. რაც გამოწვეულია ერთი მხრივ, ხარჯების (1,152.3 მლნ ლარით), არაფინანსური აქტივების ზრდისა (760.2 მლნ ლარით) და ფინანსური აქტივების ზრდის (166.3 მლნ ლარით) კომპონენტების მაჩვენებლების მატებით, ხოლო, მეორე მხრივ, ვალდებულებების კლების კომპონენტის მაჩვენებლის 1,723.3 მლნ ლარით შემცირებით (2021 წელს მოხდა ევრობონდების ძირითადი თანხის დაფარვა 1,706.7 მლნ ლარის ოდენობით).
  • 2022 წლის დასაწყისისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის მოცულობამ შეადგინა 881.4 მლნ ლარი. წლის განმავლობაში მიღებული შემოსულობების და გაწეული გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ შეადგინა 366.2 მლნ ლარი და შესაბამისად, 2022 წლის ბოლოსათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე არსებულმა ნაშთის მოცულობამ შეადგინა 1,247.6 მლნ ლარი.
  • „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო (დეფიციტი) 1,963.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 2.7%-ს შეადგენდა. რაც შეეხება ფაქტობრივ შესრულებას, სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტმა 1,495.5 მლნ ლარი - მშპ-ის 2.1%  შეადგინა, აღნიშნული კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელთან (მშპ-ის 2.7%) შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით ნაკლები.
  • „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით 2022 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა მშპ-ის 39.6%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება − მშპ-ის 0.5%-ით − ჯამი: მშპ-ის 40.1%. ფაქტიური მდგომარეობით კი მთავრობის ვალის ნაშთმა 2022 წლის 31 დეკემბრისათვის მშპ-ის 39.8% შეადგინა. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) მშპ-ის 0.5%-ს შეადგენს, შესაბამისად ჯამურად აღნიშნული ვალდებულებები მშპ-ის 40.3%-ია.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.

იხილეთ დანართი:
  • საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
Tweet
back to top

 

სიახლეები

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრია გვიდიანი სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ანდრ…

24-10-2025

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პა…

15-07-2024

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ…

11-07-2024

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 137.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact