პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2018 წლისათვის რეალური მშპ-ს ზრდის საპროგნოზო ტემპი 4.9%-ს შეადგენს, ხოლო 2018-2021 წლებისათვის საშუალო ზრდა 5.3%-ს უტოლდება. მშპ-ს რეალური ზრდის წარმოდგენილი პროგნოზი 2018 წლისათვის (4.93%) თითქმის არ განსხვავდება (მხოლოდ 0.03 %-ული პუნქტით აღემატება) საბიუჯეტო ოფისის მიერ მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებელისაგან. აღნიშნული ძირითადად რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: 2017 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგარეო ეკონომიკური გარემო და პოზიტიურად შეიცვალა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების
იხილეთ დანართი:
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელის მიხედვით 2017 წლისათვის რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის პროგნოზი 4.1%-ს, ხოლო 2018-2021 წლებისათვის საშუალო ზრდა 5.3%-ს შეადგენს. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2017 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2001) მოსალოდნელი მოცულობა მშპ-ს -0.23%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლები თითქმის არ განსხვავდება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრული მაჩვენებლისაგან (-0.18%), როგორც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის მსგავსი საპროგნოზო მაჩვენებლების გამო. მაკროპროგნოზებს თან ერთვის ინტერაქციული ინფოგრაფიკი რომელიც
იხილეთ დანართი:

24-10-2025
საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. „პარლამენტში სტაჟირების გავლა თქვენი პროფესიული განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობაა. სტაჟირების პერიოდში თქვენ გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პარლამენტი. როგორ მიიღება კანონები...

15-07-2024
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. საუბარი, ძირითადად, შეეხო საქართველოს პარლამენტის და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს დაძმობილების პროგრამის შედეგებს, რომელიც...

11-07-2024
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი და ოფისის თანამშრომლები საქართველოში ვიზიტად მყოფი ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად დაეთმო საქართველოს ფინანსურ სისტემას და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს, პარლამენტის საბიუჯეტო...